17 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
სროლა ზუგდიდში - პირი, რომელმაც ოპოზიციის დამკვირვებელს იარაღი დაუმიზნა და შემდეგ ჰაერში გაისროლა, თავისუფალია

ზუგდიდში, საარჩევნო უბანთან სროლის ფაქტზე დაკავებული პირი უკვე თავისუფალია.

ირაკლი ჩანგელიამ, რომელმაც საარჩევნო უბანთან ოპოზიცის წარმომადგენელს ჯერ იარაღი დაუმიზნა და შემდეგ კი ჰაერში გაისროლა, წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.

საოლქო კომისიის წევრის, ლელა ლაშხიას, შვილი მომხდარიდან მალევე დააკავეს და ძიება იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე დაიწყო. ექსპერტიზის დასკვნით კი, ის მოწყობილობა, საიდანაც გასროლა განხორციელდა, იყო სპორტული-სასტარტო იარაღი და შესაბამისად, ძიება შეწყდა.

„გეუბნებით, რომ არანაირ დაშინებას არ ჰქონია ადგილი. არ იცოდა, რომ იქ იყო უბანი, საერთოდ არ არის აზრზე საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებით, 10 დღის ჩამოსულია. უბრალოდ, იყვნენ თავისი მეგობარი და ეს. იარაღი არ არის. გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს არ არის ცეცხლსასროლი იარაღი. ამის ტარების და შენახვის უფლება აქვს ნებისმიერს,“ - განაცხადა ირაკლი ჩანგელიანის დედამ. 
 

დღის ამბები