17 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
"მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა" - საკრებულოს დეპუტატი "კურიერთან" ყვება, როგორ სცემეს

საკრებულოს ნაცემ დეპუტატთან კურიერმა ცოტა ხნის წინ სენაკის ჰოსპიტალში ინტერვიუ ჩაწერა. ბორის სოსელია ყვება, როგორ მიეპარა ზურგიდან სხდომის დასრულების შემდეგ ქართული ოცნების წევრი, ზაზა ნაჭყებია და სცემა.

სოსელია კლინიკაშია მოთავსებული. მან თავდასხმის დროს გონება დაკარგა და ამ წუთებში კვლევა უტარდება.

დაშავებული დეპუტატის მტკიცებით, კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ კოლეგებს უთხრა, რომ არჩევნები სამეგრელოში დემოკრატიულად ჩატარდა და არჩეული მერისთვის გამარჯვება უნდა მოელოცათ. ოპოზიციის წარმომადგენელმა კი შუალედურ არჩევნებს "ძალადობრივი უწოდა", რასაც ჩხუბი მოჰყვა.

„მივულოცოთო გამარჯვებულებსო, დემოკრატიულად ჩატარდა არჩევნებიო. ამის შემდეგ მე ვთქვი, რომ არჩევნები დემოკრატიულად არ ჩატარებულა, ამას არ ერქვა დემოკრატია და ეს იყო ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების მიტაცება მეთქი. ამას მოჰყვა შელაპარაკება, სიტყვიერი, ის იქვე ჩაცხრა, მაგრამ საკრებულოს სხდომის დამთავრებისთანავე მოულოდნელად მომაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა,“ - განაცხადა ბორის სოსელიამ.

დღის ამბები