17 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
NDI-ის კვლევები და "ქართული ოცნების" პოლიტიკური კრახი - მოსახლეობა ხელისუფლების საქმიანობას მკვეთრად ნეგატიურად აფასებს

ქართული ოცნება პოლიტიკური კრიზისის პირისპირ დგას - მოსახლეობის ასეთი ნეგატიური განწყობა NDI-ის კვლევების ისტორიაში ჯერ არ ყოფილა.

როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? - გამოკითხული მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ფიქრობს, რომ არასწორი. უარყოფითმა მაჩვენებელმა ყველა რეკორდი მოხსნა და 46 პროცენტს მიაღწია. იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ფიქრობს, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, მხოლოდ ბოლო 1 წელიწადში 18 პროცენტით გაიზრდა.

კიდევ უფრო ნეგატიურია მთავრობის საქმიანობის შეფასება. მთავრობის საქმიანობას "ცუდად" გასული წლის მარტში 49 პროცენტი აფასებდა, ახლა კი უკვე 56 პროცენტი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ცუდად მუშაობს.

ამავე კრიტერიუმებით ანტირეკორდებს ხსნიან ქვეყნის პრემიერი - 22 პროცენტით,  პრეზიდენტი - 30 პროცენტით და პარლამენტის თავმჯდომარე - 33 პროცენტით.

პერსონებთან ერთად, უარყოფითისკენ იცვლება ინსტიტუციების რეიტინგიც, სადაც 40 პროცენტიანი უარყოფითი მაჩვენებლით პარლამენტი ლიდერობს, სასამართლოს საქმიანობას კი უარყოფითად 38 პროცენტი აფასებს.

ეს მაჩვენებლები ოპოზიციისთვის იმის დასტურია, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულმა მმართველობამ სახელმწიფო ინსტიტუტები განადგურებამდე მიიყვანა.

ქართული ოცნების პოლიტიკური განაჩენის სისრულეში მოყვანას ოპოზიციური პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ელოდებიან. მმართველი გუნდის ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ მომავალი არჩევნებით ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა საბოლოოდ დასრუდლება.

მმართველი პარტია NDI-ის კვლევებს ტრადიციულად უნდობლობას უცხადებს.

მამუკა მდინარაძე, რომლის საქმიანობას, ასევე NDI-ის ​კვლევების მიხედვით, მოსახლეობის დიდი ნაწილი საერთოდ არ იცნობს, ამბობს, რომ ქართულ ოცნებას მოსახლეობის სრული მხადაჭერა აქვს და ეს შუალედურმა არჩევნებმა დაადასტურა.

კითხვები ქვეყნის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებაც დაისვა. გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ ვარდების რევოლუცია ქვეყნის ისტორიაში დადებითი მოვლენა იყო. ამ 74 პროცენტს შორის არიან ქართულ ოცნების მომხრეებიც, რომლის 68% ფიქრობს, რომ 2003 წლის ნოემბრის მოვლენებმა ქვეყნა უკეთესობისკენ შეცვლა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები