17 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - დ.ღ.-ს 2 წლით და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა - ცრუ ჩვენების საქმეზე ბრალდებულ დ.ღ-ს პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანს  3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა  მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

მას ასევე პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება. დ.ღ. საპატიმროში 1 წელს და 9 თვეს გაატარებს. 

სასამართლოს გადაწყვეტილებას დაკავებულის მამის უკმაყოფილება მოჰყვა. 

დ.ღ. 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში დააკავეს. მოგვიანებით ის 5000 ლარიანი გირაოს საფუძველზე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. არასრულწლოვანს ექვსთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.

 
დღის ამბები