17 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
ვაკე-საბურთალოს გზაზე კლდე კვლავ ჩამოიშალა - მოძრაობა პარალიზებულია 

ვაკე-საბურთალოს გზაზე კლდე კვლავ ჩამოიშალა. გზაზე ქვებია ჩამოყრილი. როგორც "რუსთავი2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის გზა გადაკეტილია, ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. 

დღის ამბები