ბრიტანეთის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულებს საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა განათლების მნიშვნელობაზე და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა რომელიც სახელმწიფომ უნდა გადადგას. შეხვედრა ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით შედგა.
ბრიტანეთის სასწავლო პროგრამები ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დაფინანსებით ხორციელდება. საქართველოდან პროგრამების კურსდამთავრებულთა რაოდენობამ 350-ს აღწევს.
„სტუდენტებისთვის მიცემული შესაძლებლობა - მიიღონ ცოდნა ევროპულ ქვეყნაში და შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში - ეს დიდი რესურსია საქართველოსთვის. საქართველოს მთავრობა საუბრობს განათლების სფეროსთვის დიდი ფინანსური რესურსების გამოყოფაზე. მეორეს მხრივ, რომ ჩვენ უკვე გვყავს ადამიანები, ვინც საზღვარგარეთ მიიღო გამოცდილება, თუმცა ჩვენ ვერ შევძელით ამ რესურსების შესაბამისად გამოყენება. ჩვენ არ ვიცით როგორ დავსახოთ წინასწარ პრიორიტეტები ამ სტუდენტებისთვის. ვერ ვეუბნებით ახალგაზრდებს რა გვჭირდება მომავალი 10 წლის განმავლობაში. საჭიროა ასევე არსებობდეს ერთიანი ბაზა - სახელმწიფომ იცოდეს, როგორი სპეციალისტები ჰყავს ამა თუ იმ დარგში, სად არიან ისინი და სად შეიძლება საქართველოში მათი დასაქმება,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.