03 მაისი 2024,   15:18
ვრცლად
ავარია სუფსაში - გარდაცვლილია ოთხი ახალგაზრდა

ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთში მსხვერპლი მოჰყვა. სუფსაში მთავარ მაგისტრალზე ერთმანეთს, საპირისპირო მიმართულებით მოძრავი მსუბუქი და სატვირთო მანქანები შეეჯახნენ.

მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი 4 ახალგაზრდა გარდაიცვალა. რა გახდა ავარიის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები