17 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
არანაირი კომპრომისი, რომელიც გულისხმობს ჩვენი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას, არც განიხილება - მიხეილ გიორგაძე დავით გარეჯზე საუბრობს

მთავრობა ბაქოში მიმდინარე კომისიის სხდომის შედეგებს ელოდება. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქართული მხარე აქტიურად მუშაობს პრობლემის მოგვარებაზე.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ამბობს,რომ არცერთი კომპრომისი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ იქნება მიმართული, არ განიხილება.

„ყველა საკითხი, მათ შორის ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, მანდ იქნება განხილული და ბუნებრივია ჩვენ ამ კომისიის შედეგებს ველოდებით. განწყობა ქართული მხარის ნათელი არის, რომ ბუნებრივია არანაირ კომპრომისზე, ისეთზე რომელიც გულისხმობს ჩვენი ეროვნული ინტერესების უგულებელყოფას, არც განიხილება თეორიაში,“-აცხადებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე.

დღის ამბები