მეტროს ვაგონებში წყალი ჩამოვიდა. მატარებელმა წვიმის დროს დიდუბის სადგურზე გამოიარა. მეტროს ახალმა მოდერნიზებულმა ვაგონებმა წვიმას ვერ გაუძლო და წყალი ჩამოვიდა.
კურიერის ინფორმაციით, ვაგონში წყალი ყველა მხრიდან ჩამოვიდა და სკამები დაზიანდა.
შეგახსენებთ, რომ მეტროს ვაგონები რამდენიმე თვის წინ განახლდა.