17 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
სპეციალურად ჩამოვედით რომ მოგილოცოთ, რუსეთი არ არის ოკუპანტი - ანსამბლის ხელმძღვანელი, რომელმაც რუსეთის დროშით ბათუმში მსველელობა გამართა

რუსეთი არ არის ოკუპანტი - ეს განცხადება იმ ანსამბლის ხელმძღვანელმა გააკეთა, რომელმაც დღეს ბათუმში ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკით მსვლელობა გამართა. ანსამბლის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი მეგობრობს როგორც საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან.

"ჩვენ სპეციალურად რუსეთიდან ჩამოვედით, რომ მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე, რუსეთი არ არის ოკუპანტი, ჩვენ ვმეგობრობთ ყველა მეზობელთან, საქართველოსთანაც და უკრაინასთანაც. კონკურსის შესახებ ინტერნეტით ​შევიტყვეთ და გადავწყვიტეთ ჩამოსვლა. ჩვენ კულტურას წარმოვადგენთ, ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით,"-აცხადებს ანსამბლის ხელმძღვანელი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები