17 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
"გარეჯი საქართველოა," "ჩვენს სიწმინდეებს არავის დავუთმობთ," - გამაფრთხილებელი აქცია და გადაკეტილი ცენტრალური მაგისტრალი

"გარეჯი საქართველოა," "ჩვენს სიწმინდეებს არავის დავუთმობთ," - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ამ წუთებში წითელ ხიდზე აქცია იმართება. გადაკეტილია ცენტრალური მაგისტრალი.

აქცია მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის მმართველის ლოცვა-კურთხევით იმართება, რომელზეც დავით გარეჯში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ.  

აქციის მონაწილეების თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. ისინი ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

 პროტესტს ამ ფორმით ადგილობრივებთან ერთად, თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანებიც გამოხატავენ.

დღის ამბები