საქართველოს ეროვნული ჰიმნი ზუსტად 05 საათსა და 10 წუთზე - 101 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ სწორედ ამ დროს გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნება.
სიმბოლურად, სწორედ 05 საათსა და 10 წუთზე საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდროულად შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
მოქალაქეები ამბობენ, რომ დღევანდელი დღე მათთვის ბრძოლის და თავდადების სიმბოლოა. თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე მისულ დამთვალიერებლებს შორის რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებებს ესწრებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან.
„7 წელია საქართველოში ვცხოვრობ, მიყვარს ეს ქვეყანა და ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ ქვეყნის გამთლიანებას - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნებას. ეს აუცილებელია და ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ამოცანას თავს გაართმევს,“-განაცხადა მალკომ ტეილერმა.