17 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
დაკეტილი მაღაზიები, სკოლები, საზოგადოებრივი დაწესებულებები - ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს მოსახლეობა სოლიდარობას უცხადებს

ჭიათურა პარალიზებულია - მაღაროელების ქალაქში გაფიცვა გრძელდება. დაკეტილია ყველა საზოგადოებრივი დაწესებულება, სკოლები და მაღაზიები. ქალაქის მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული და გაფიცულ მუშებს სოლიდარობას უცხადებს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მაღაროელებს რთული სამუშაოს შესრულება უწევთ და ისინი შესაბამის ანაზღაურებას ვერ ღებულობენ. მათ ოჯახებს კი უკიდურესად უჭირთ.

„ვუერთდებით ამ აქციას. გასაცოდავებული ბავშვები, თავისი ცოლ-შვილით, თითოეული რომ აწონო 60 კგ-ც არ იქნებიან ისე არიან გამხდრები. დილაზე, რომ შემოდიან და ხელთათმანს ყიდულობს, გადახეული ასეთი ხელები საცოდავად. 3 ლარიანი ხელთათმანი რომ იყიდონ არ აქვთ იმის საშუალება. უკიდურესად გაჭირვებულები არიან,“ -განაცხადა ჭიათურის მცხოვრებმა მაია მუმლაძემ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ არც ერთი ობიექტი მუშაობას არ დაიწყებს იმ დრომდე, სანამ მაღაროელების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„მე ვდგავარ ბაზარში, რომ ლუკმა პური ვიშოვო და გადავდე ეს მუშების გულისთვის. რომ რაც ეკუთვნის მუშას მისცენ ხელფასები. ყველას აქვს ბანკის ვალები,“-განაცხადა ჭიათურის მცხოვრებმა ნარგიზ იობაშვილმა.

მუშების მოთხოვნებს სკოლის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.  ჭიათურაში დღეს ეკონომიკის მინისტრი ჩავა.  მას ჭიათურაში რამდენიმე საათში ელოდებიან. 

 

ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები