ინციდენტი ზესტაფონში - საქართველოს რკინიგზის ერთ-ერთ ობიექტზე 2 თანამშრომელი დაშავდა. შემთხვევა საწყობში მოხდა, სადაც მათ რელსები დაეცათ. ორივე მათგანი ზესტაფონის საავადმყოფოებში კლინიკა ფერომედში და ჯეო -ჰოსპოტალსშია გადაყვანილი.
66 წლის მერაბ ნებიერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას მარჯვენა წვივზე კლინიკა "ფერომედში" უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ექიმის ვახტანგ ლაშხის ინფორმაციით, პაციენტი საშუალო სიმძიმით ორივე ქვედა კიდურის მოტეხილობით დილით 09:10 საათზე შემიყვანეს. ექიმი ამბობს, რომ დაშავებულმა დაზიანებები ქვედა კიდურებზე რკინის სიმძიმეების დაცემით მიიღო. ამჟამად პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მიხეილ ბებიაშვილი ზესტაფონის ჯეო ჰოსპიტალიდან ქუთაისში რეფრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი