17 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
ტყიბულში ქვანახშირის კარიერზე მიწაში მოყოლილი მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში, ავიაციაც ჩაერთო

უბედური შემთხვევა ტყიბულში  - ქვანახშირის გარე მოპოვების კარიერზე მიწაში მოყოლილ ადამიანს ეძებენ. მეშახტე 60 წლამდე ასაკის მამაკაცია. სამაშველო სამუშაოებში ავიაციაც ჩართულია.

კარიერი "საქნახშირს" ეკუთვნის, თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოები ყველა საბადოზე ბოლო 10 თვეა შეჩერებული აქვთ.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, თემურ ჩუბინიძის ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცი ნახშირის ფენის ჩამოშლის  შედეგად მოჰყვა მიწაში. მისი განცხადებით, ადგილზე სამაშველო სამსახურები და საქნახშირის კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებიან.

„ოთხის ნახევარზე მოხდა ფაქტი, იმ წუთში ინფორმაცია მივიღეთ ჩვენ, რა თქმა უნდა. გავედით შემთხვევის ადგილზე და კარიერზე მუშაობდა ნუგზარ ხვადაგიანი 54 წლის. ჩამოიშალა ის ნახშირი ფენა, ჩამოიტანა ქვეშ და ფაქტიურად, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები. მთელი საქნახშირის კომპანია იქ არის, სამაშველო სამსახურები იქ არის, დიდი და პატარა იქ ვართ. უსაფრთხოების ზომები, კერძო სტრუქტურა არის, კარიერია, შახტი არ გახლავთ ეს. კერძო პირის არის და ახლა რამდენად იყო დაცული შიგ და არ იყო დაცული და მაგის კომპეტენცია მე არ მაქვს, სანამ მოკვლევა დაიწყება და შესაბამისი სამსახურების მიერ გაკეთდება ანალიზი,“- განაცხადა თემურ ჩუბინიძემ.

დღის ამბები