17 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
"იმედი გვაქვს, რომ კარგი შედეგი დადგება" - ელიზაბეთ რუდი დავით გარეჯის არსებულ ვითარებაზე საუბრობს 

დავით გარეჯში შექმნილ ვითარებას, საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ეხმაურება. ელიზაბეთ რუდის განმარტებით, საკითხი პარტნიორ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს საკითხი საკმაოდ დიდი ხანია განიხილება საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. ასევე მუშაობს ორმხრივი კომისია დემარკაციის საკითხებზე ისინი მართლაც ძალიან ბევრს მუშაობენ და იმედი გვაქვს, რომ კარგი შედეგი დადგება,“-ამბობს საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი.

დღის ამბები