უპრეცედენტო კიბერდანაშაული მთავარი ბრალდებულის და ჰაკერული დაჯგუფების ლიდერი, ალექსანდრე კონოვალვოვი, დანაშაულს არ აღიარებს.
ამის შესახებ განცხადება მისმა ადვოკატმა გააკეთა.
ადვოკატი ბესიკ ქარცივაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. საუბარია უპრეცედენტო კიბერდანაშაულზე, რომლის შედეგადაც 100 მილიონ დოლარამდე თანხა საბანკო ანგარიშებიდან მოიპარეს და რომლის გახსნაშიც რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია მონაწილეობდა, მათ შორის, ევროპოლი, FBI და ასევე ქართველი სამართალდამცველები.
საქმის მასალები არის საკმაოდ შთამბეჭდავად ნამუშევარი რეალობა, თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ალექსანდრე კონოვალვოვი ბრალს არ სცნობს და არ აღიარებს,“ - განაცხადა ქარცივაძემ.
არ არის გამორიცხული სკანდალურ საქმეში საქართველოს კიდევ სხვა მოქალაქეების გვარებიც გამოიკვეთოს. კიდევ ერთი დაკავებული საქართველოს მოქალაქე კი გამოძიებასთან თანამშრომლობს.