ლარის რეკორდული გაუფასურება - მმართველი გუნდის წევრები ვითარებას არასახარბიელოს უწოდებენ და ამბობენ, რომ, პროცესის ბოლომდე მართვის რესურსი არ გააჩნიათ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი დიმიტრი ხუნდაძე ოპონენტებს საკითხის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ლარის გაუფასურების რეალური მიზეზი რეგიონში არსებული ვითარებაა.
„ჩვენს ოპონენტებს, პრაქტიკა ასეთია, ყველაფერი გადაჰყავთ პოლიტიკურ ჭრილში. რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, ეს მოსახლეობაზე არასახარბიელოდ აისახება, მაგრამ ჩვენ მთავარი მიზეზი უნდ ვიცოდეთ. თუ დავაკვირდებით რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ამ საკითხთან დაკავშირებით, აღმოვაჩენთ მთავარ მიზანს. ეს არ არის შიდა პრობლემა, მაგრამ თუკი ჩარევები იქნა საჭირო, სარეზერვო ჩარევებს ვგულისხმობ, ამას გადაწყვეტს ეროვნული ბანკი.
რეკორდი მოხსნა, ვერ ვიტყვი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასახარბიელოა, მაგრამ ის რომ ვმართოთ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე ამის რესურსი ჩვენ არ გვაქვს,“-აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.