17 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
დაიცავი „რუსთავი 2“ - სტრასბურგში პერმანენტული აქციები იწყება

დაიცავი „რუსთავი2“- სტრასბურგში პერმანენტული აქციები იწყება. სამაუწყებლო კომპანიის მხარდასაჭერად ორი კვირის განმავლობაში ქართველი ემიგრანეტები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შენობასთან შეიკრიბებიან.

ისინი სიტყვის თავისუფლებისა და „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ უკანონო ნაბიჯებს გააპროტესტებენ. ემიგრანტებმა სასამართლოსთან პირველი აქცია უკვე გამართეს. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ "რუსთავი2" საქართველოში სიტყვის თავისუფლების გარანტია. ქართველი ემიგრანტები ელოდებიან სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას და იმედი აქვთ, რომ ეს გადაწყვეტილება არ დააზარალებს პროდასავლურ ტელეკომპანიას. 

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის მხარდასაჭერად აქციაზე იმყოფებიან აზერბაიჯანელი ემიგრანტები. მათ შორის არის აფგან მუხთარლის მეგობარი, რომელიც ამბობს, რომ ორი წლის წინ სწორედ კრიტიკული საქმიანობის გამო გაიტაცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან.

„აქ მოვედით ჩვენი ქართველი ძმების მხარდასაჭერად,რადგან გავიგეთ,რომ ვიღაცეებს აქვთ სურვილი კავკასიაში ერთადერთი ოპოზიციური არხი დახურონ. ამ არხის წყალობით რჩება "რუსთავი2" დემოკრატიულ ქვეყნად, ამ არხის დახურვა ნიშნავს საქართველოში დემოკრატიის დასრულებას,“-აცხადებს აფგან მუხთარლის მეგობარი.

დღის ამბები