17 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
ანაკლიის პროექტს არნახული, უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან - ნათია თურნავა

ანაკლიის პროექტს საფრთხე არ ემუქრება და მას აქვს ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა - ასეთია ეკონომიკის მინისტრის პასუხი იმ რეაქციაზე, რომელიც ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ჰქონდა. ნათია თურნავა აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტს მხოლოდ მისი ინვესტორების მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები აფერხებს.

„ანაკლიის პორტი არის და იქნება ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ლოჯისტიკური პროექტი. არნახული, უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს ამ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან. მხოლოდ ერთი კომპონენტი აკლია ამ პროექტს ჯერ ჯერობით, ეს არის ის, რომ კერძო ინვესტორმა, ანაკლიის კოსნორციუმმა უნდა შეასრულოს მათზე დაკისრებული პირობები. ასეთი მხარდაჭერის პირობებში მათ ეს წესით არ უნდა გაუჭირდეთ და სხვა ინვესტორი ამას უკვე გააკეთებდა,"-განაცხადა ნათია თურნავამ.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმს აკრიტიკებს ვიცე-პრემიერიც. მაია ცქიტიშვილის აცხადებს, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორმა ნაჩქარევი და ემოციებზე დამყარებული განცხადებები გააკეთა.

„რაც შეეხება ანაკლიის კონსორციუმის და ბატონ მამუკა ხაზარაძის განცხადებასაც მათშორის, სამწუხაროდ არაერთხელ გვაქვს ნანახი მათ მხრიდან საკმაოდ ემოციური განცხადებები, ცოტა ნაჩქარევიც ხანდახან და ამ შემთხვევაში ანაკლიის პროექტს რაც შეეხება, არაერთხელ, არამარტო სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცეთ, რომ ჩვენ ანაკლიის პროექტის მიმართ გვაქვს ნამდვილად უპრეცედენტო დამოკიდებულება მთლიანობაში მთელს სამთავრობო სტრუქტურებს. ამ ფონზე კონსორციუმის მხრიდან ასეთი სახის განცხადება მითუმეტეს ულტიმატუმის და შანტაჟის ენით საუბარი, რომელსაც მე უფრო ვაბრალებ ემოციურ ფონს, რომელიც გუშინ მედიიდან შეიტყვეს ცოტა გადაუმოწმებელი ინფორმაცია არ არის ალბათ სწორი დამოკიდებულება სახელმწიფოს როლის მიმართ. მოვუწოდებ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს პირველ რიგში იმუშავოს იმაზე რომ დაფინანსება მოიძიოს ამ პროექტისთვის. უზრუნველყოს ყველა იმ პირობის შესრულება, რომელიც მათ ნაკისრი აქვთ საინვესტიციო ხელშეკრულებით. ჩვენი მხრიდან სახელმწიფო ბევრად  მეტს აკეთებს იმაზე რაც ჩვენ საინვესტიციო ხელშეკრულებით გვევალებოდა,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

დღის ამბები