"კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" - ამ წარწერით სოციალურ ქსელში "ქართული ოცნებიდან" ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა. პოსტის გამოქვეყნება ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ლაგოდეხში ექსკურსიაზე მყოფი სალომე ბარკერის და მდინარემ წაიღო.
ამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ნანა კოსტავა მისივე ფეისბუქ გვერდზე ბევრმა მომხმარებელმა გააკრიტიკა და მის საქციელს "სამარცხვინო" უწოდა. თავად დეპუტატმა განაცხადა, რომ მან მომხდარის შესახებ არ იცოდა, მაგრამ დამატებით მაინც განმარტა რომ
"იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის და რაღაცნაირად ბოროტი ძალებისგან გადაუხადეს სამაგიერო."