"ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე", "დატოვოს დეპუტატის მანდატი ნანა კოსტავამ", "ნანა კოსტავა საკრებულოს სირცხვილია" - ამ ლოზუნგებით, საპროტესტო აქცია ქუთაისის თვითმმართველობის შენობის შენობასთან მიმდინარეობს.
მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები დეპუტატის მიერ სიძულვილის ენით დაწერილ განცხადებას აპროტესტებენ, რომელიც ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის გოგონას დას ეხებოდა.
აქციის მონაწილეებს საკრებულოს თავმჯდომარე, ნიკოლოზ ლატარია შეხვდა. მან ჟურნალისტებთან, მისი თანაგუნდელის, ნანა კოსტავას მიერ დაწერილი პოსტი უარყოფითად შეაფასა და განაცხადა, რომ მთლიანად გუნდი სიძულვილის ენას ემიჯნება.
მისივე თქმით, გუნდის შიგნით მოხდება მსჯელობა, რა ფორმით დააკისრებენ ნანა კოსტავას პასუხისმგებლობას და აქვე არ გამორიცხა, რომ მას ფრაქციის თავმჯდომარეობის პოსტიც დაატოვებინონ.
ნიკოლოზ ლატარიას თქმით, მსჯელობა გაიმართება სხვა დანარჩენი საკითხებთან დაკავშირებითაც.
მოქალაქეები დეპუტატის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ და ამბობენ, რომ მან საჯარო სტრუქტურა უნდა დატოვოს.