17 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
დავით გარეჯში არსებულ ვითარებას ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან

დავით გარეჯში არსებულ ვითარებას ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან. ეს გადაწყვეტილება საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთობლივი კონსულტაციების შედეგად მიიღეს. დარგის სპეციალისტებმა სადაო ტერიტორია მოლაპარაკებების მეორე რაუნდის გამართვამდე უნდა შეისწავლონ. მომდევნო შეხვედრა კი ივნისში უკვე საქართველოშია დაგეგმილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ საზღვრის დადგენის საბოლოო გადაწყვეტილება ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.

„სანამ გაიმართება მეორე რაუნდი მოლაპარაკებების, ჩვენ ველით, რომ ექსპერტები ადგილზე შეისწავლიან სიტუაციას. ივნისში უკვე თბილისში გაიმართება მეორე რაუნდი. კიდევ ერთხელ დარწმუნებული ვარ, რომ ის ნება, რომელიც გამოხატულია როგორც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აზერბაიჯანის მხრიდან, ისე საქართველოს მხრიდან, მაძლევს მე იმის თქმის საფუძველს, რომ შესაძლებელია მიღწეულ იქნას ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმება,“-განაცხადა ზალკალიანმა.

დღის ამბები