17 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ყოველი მეხუთე მოქალაქე შიმშილობს - მოსახლეობა ამბობს, რომ მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება

სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გამოთვალა და დაადგინა, რომ საქართველოში ყოველი მეხუთე მოქალაქე შიმშილობს და ყოველ მეხუთე ადამიანს არსებობისთვის არ აქვს საკმარისი საკვები. დიდ ქალაქებთან შედარებით, უფრო მძიმე სურათია რეგიონებში, სადაც უკიდურეს გაჭირვებაში მოქალაქეების 23% შიმშილობს.

საქსტატი, რომელმაც ეს მონაცემები დათვალა, ამბობს, რომ პროგნოზი დამაიმედებელია, რადგან შარშან უფრო მეტი შიმშილობდა.

საქსტატის მონაცემებისგან რადიკალურად განსხვავდება სტატისტიკა ქუჩაში. მოსახლეობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და საქართველოში ასეთი გაღარიბებული ხალხი არასდროს ყოფილა. ლარის გაუფასურების, ფასების ზრდის და მოქალაქეებისთვის ცხოვრების გართულების ფონზე, მოსახლეობას მიაჩნია, რომ მთავრობამ რეალობის შეგრძნება დაკარგა და ადამიანებს კიდევ უფრო დაშორდა.

ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ საქსტატის მონაცემები რეალობას არ ასახავს და რეალურად არა ყოველი მეხუთე, არამედ უფრო მეტი ადამიანი შიმშილობს.

 

დღის ამბები