მთაწმინდის ოლქში კენჭისყრის პროცესი დასრულებულია. 31-ვე საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. ახლა კი ხმების დათვლის პროცესი დაიწყება.
მთაწმინდის ოლქში, პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში, მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან: „ქართული ოცნებიდან“ ლადო კახაძე, ხოლო „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატებიდან“ შალვა შავგულიძე.
მთელი დღის განმავლობაში საარჩევნი უბნებთან მობილიზებულები იყვნენ ე.წ. ძველი ბიჭები და "ქართული ოცნების" კოორდინარორები საარჩევნო სიებით, რომლებიც უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ. ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენსაც, როდესაც ოპოზიციის დამკვირვებლებს თავს დაესხნენ. ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება.