17 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
"არის მთელი რიგი საკითხები, სადაც ჩვენ მეტი სიფრთხილე გვმართებს" - სესიაშვილი "თბილისი პრაიდის" მსვლელობაზე საუბრობს

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები საპატრიარქოს განცხადებას აქციით პასუხობენ. პროტესტის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბებიან და ხელისუფლებას მოუწოდეს, არ გაითვალისწინონ საპატრიარქოს მოთხოვნა, „თბილისი პრაიდის“ მსვლელობის ჩატარების აკრძალვასთან დაკავშირებით.

მმართველ გუნდში კონკრეტული პასუხი არ აქვთ. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას გამოხატვის თავისუფლება დაცული აქვს, მისი თქმით, ადამიანის უფლებების და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული, თუმცა სესიაშვილი კონკრეტულად არ ამბობს, რა პოზიცია ექნება ხელისუფლებას.

„მე მგონი ყველა ხედავს, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული ეს არის ერთგვარი მაღალი სტანდარტი, რომელსაც ყოველთვის ვიცავთ. თუმცა თავისთავად ცხადია, ხელისუფლება ყველას უსმენს, საზოგადოებას უსმენს მე პირადად დიდი გულისყურით ვუსმენ საპატრიარქოს განცხადებას აქ არის მთელი რიგი საკითხები, სადაც ჩვენ მეტი სიფრთხილე გვმართებს.​ ამიტომ ცხადია, რომ შესაბამის უწყებები შეაფასებენ ვითარებას,“-აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ დღეს "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით  განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ეწინააღმდეგება, როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს.
ასევე ნათქვამია, რომ LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები, უცხო ქვეყნებს აწვდიან ინფორმაციას შევიწროების შესახებ და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები