17 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
“ლევან ვასაძე არის ცალსახად რუსეთის პროექტი" - არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოძიების დაწყებას ითხოვენ 

ლევან ვასაძის განცხადებები დემოკრატიული სახელმწიფოს იდეებთან და კონსტიტუციურ პრინციპებთან წინააღმდეგობაში მოდის - ასეთ შეფასებას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ბიზნესმენის გუშინდელ გამოსვლას.

მათი თქმით, ძალადობრივი პარტიზანული ჯგუფების შექმნა ეწინააღმდეგება სამართლებრივი ქმედებებს და აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან სწორი რეაგირება მოყვეს. ლევან ვასაძის გააქტიურებას არასამთავრობო ორგანიზაციების რუსეთის ინტერესებს უკავშირებენ.

“ლევან ვასაძე არის ცალსახად რუსეთის პროექტი, რომელიც მოწოდებული არის ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე ძალიან ძლიერი დარტყმის მოსაყენებლად. ის ამბობს რომ ჯგუფებს, რაზმებს შექმნის ეს ჯგუფები უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას მოახდენენ იმ პირების ვინც იქნებიან გეები ან მოეჩვენებათ,რომ არიან გეები,“-ამბობს ”თანასწორობის მოძრაობის” სამართლის ოფიცერი ნინო ბოლქვაძე.   

ლევან ვასაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებიც. სახელდება კონკრეტული მუხლიც, რომელიც უკანონო ფორმირების შექმნას ეხება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სახეზეა რეალური საფრთხე.

დღის ამბები