17 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
მოვუწოდებთ, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიება წარიმართოს გამჭვირვალედ - ბრიტანეთის ელჩი

20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ეხმაურება. ჯასთინ მაქენზი სმიტი ძალის გადამეტების შესაძლებლობაზე ნებისმიერ ქმედებას, რომელმაც ძალადობას საფუძველი დაუდო, გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს. ელჩი მხარეებს დიალოგის ფორმატში პროცესების გადატანას ურჩევს.

„მოვუწოდებთ, რომ გამოძიება ძალის გადამეტების შესაძლებლობაზე და ნებისმიერ მოქმედებაზე, რომელმაც საფუძველი დაუდო ძალადობას და წინ უსწრებდა პოლიციის მხრიდან საპასუხო ქმედებებს, წარიმართოს გამჭვირვალედ, სწრაფად და ამომწურავად.

სახალხო დამცველის ჩართულობა ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მხარეებს, დიალოგის ფორმატში პროცესების გადატანისკენ და კომპრომისის მიღწევისკენ,“ - წერს ბრიტანეთის ელჩი.

დღის ამბები