18 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
ის რაც დღეს ხდება, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი მომართულია იმისკენ, რომ გამოყენებული იყოს ხელისუფლება პოლიტიკური მიზნის მისაღწევად - წოწორია 

ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარებას და საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკური ოპონენტების დევნად აფასებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

ნონა წოწორია, რომელმაც სტრასბურგში მოსამართლის მანტია 10 წელი ატარა ქვეყანაში კრიტიკული მედიის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს რომ მსგავსი ინსტრუმენტების გარეშე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა წარმოუდგენელია.

ყოფილი ევრომოსამართლე ქვეყანაში არსებულ გაუმართავ სახელმწიფო ინსტიტუტებზე საუბრობს.

„კრიტიკული მედიის გარეშე, დემოკრატია და კანონზე დამყარებული სახელმწიფოს არსებობა არის წარმოუდგენელი. ის რაც დღეს ხდება საქართველოში, არა მარტო მხოლოდ „რუსთავი2“-თან დაკავშირებით, არამედ 20 ივნისთან დაკავშირებულ დაკავებულ პირებთან მიმართებაში და კიდევ სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, ერთობლიობაში ნამდვილად ქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ მთელი სისტემა, მთელი სახელმწიფო აპარატი მომართულია იმისკენ, რომ გამოყენებული იყოს ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების თუ პოლიტიკური მიზნის მისაღწევად,“-განაცხადა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილმა მოსამართლე ნონა წოწორიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები