18 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
"არსებობს ორი სხვადასხვა განცხადება სხვადასხვა პირის მიერ შემოტანილი" - გვარამიას წინააღმდეგ განცხადება პაატა სალიამაც შეიტანა 

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება. საქმის პროკურორი, თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. გვარამიას გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, 11:00 საათზე მოხდება. 

გვარამიამ საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა და დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა. 

პროკურორი მტკიცებულებების შესახებ არ საუბრობს. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებაში გვარამიას წინააღმდეგ ორი განცხადებაა შესული. ნინო ნიჟარაძის განცხადებას თან ერთვის, "რუსთავი2"-ის ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადება, რომელიც ასევე ითხოვს გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას. 

„ გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე და ქონების თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის ფაქტებს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში დღეს მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხება კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. როგორც მოგეხსენებათ მან უარი განაცხადა გამომძიებლის წინაშე ნებაყოფლობით გამოკითხვაზე, რის შემდეგაც ჩვენ მივმართეთ შუამდგომლობით სასამართლოს. ჩვენი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და როგორც უკვე გითხარით, დრეს მოწმის სახით დაიკითხება სასმართლოს წინაშე. გამოძიება ნამდვილად დაიწყო სამაუწყებლო კომპანიის რუსთავი2-ის ყოფილი 9 პროცენტის წილის მესაკუთრის ინტერესების დამცველი ადვოკატის განცხადების საფუძველზე. ამავე დროს საქმეს დაერთო განცხადება მოქმედი გენერალური დირექტორის. აღნიშნული განცხადებებში საუბარი არის შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე და ამის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. თუ რა მტკიცებულებები აქვს ამ ეტაპზე პროკურატურას, ბუნებრივია, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე ვერ გავაცხადებთ,"-განაცხადა ზვიად გუბელაძემ. 

მისი თქმით, ჩატარდება სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მოპოვებული მტკიცებულებების შეფასების შემდეგ მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება.

პროკურატურამ გამოძიება სამაუწყებლო კომპანიის 9 პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე დაიწყო. საუბარია დიდი ოდენობით თანხის მითვისების, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე. გვარამიას დაბარებას წინ უძღოდა მის მიერ ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ განცხადების გაკეთება. 

 

დღის ამბები