18 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
"პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული ბრძანებაა, რომ ეს ადამიანები იყვნენ განეიტრალებული" - ბუთხუზი გვარამიას გამოკითხვაზე

ნიკა გვარამიას საქმე - საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებისა და საზოგადოების დამონების მცდელობა დიდია. "რუსთავი2"-ის გადაცემა სხვა შუადღის წამყვანი, დარწმუნებულია, რომ ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში დაბარება, იმ პოლიტიკური პროცესის გაგრძელებაა, რომელიც ბოლო თვეებია ვითარდება.

ბუთხუზი ფიქრობს, რომ ისე როგორც ხელისუფლების სხვა ოპონენტებთან მიმართებაში ბიძინა ივანიშვილი ნიკა გვარამიას  განეიტრალებასაც ცდილობს. ბუთხუზი ფიქრობს, რომ დიქტატურის დამყარების მცდელობა აუცილებლად განაწყობს ხალხს პროტესტისთვის. 

"მხოლოდ ერთი უჯრედი უნდა ჰქონდეს ადამიანს ტვინში,რომ ეს პოლიტიკური ბმა არ დაინახოს, რა თქმა უნდა, ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ნიკა გვარამიას კონტექსტში სწორედ ეს არის. ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული ბრძანება,რომ ეს ადამიანები იყვნენ განეიტრალებული, უბრალოდ ვერ ვხდებით, რატომ იჭრიან იმ ტოტს, რომელზეც სხედან.

ცხადია, ეს არის რუსული პროექტი და რა თქმა უნდა, ეს არის გაგრძელება საქართველოს ოკუპაციისა, ჩვენი დამონების, დაჩაგვრისა და მე მგონია ეს ამბავი ასე მარტივად არ ჩაივლის,"-აცხადებს ლევან ბუთხუზი. 

„Presa.ge”-ს რედაქტორი გიორგი კაპანაძე კი ამბობს, რომ ივანიშვილს ნიკა გვარამიას დაკავება ერთადერთი მიზნით, სურს. მას უნდა არ შეიქმნას დამოუკიდებელი ტელევიზია. კაპანაძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას ეს მცდელობა არ გამოუვა.

დღის ამბები