თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილის იუსტიციის საბჭოს სხდომაზე, სადაც ამ წუთებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს, არ შეუშვეს.
მას სურვილი ჰქონდა დასწრებოდა გიორგი მიქაუტაძის გასაუბრებას და კითხვები პირადად დაესვა მისთვის, თუმცა იუსტიციის საბჭომ გამონაკლისი არ დაუშვა. ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ის პირადად არის მსხვერპლი გიორგი მიქაუტაძის „სამართლიანი’ გადაწყვეტილებების.
„ჩემს საკუთარ თავზე, 2012 წელს მაქვს განცდილი დღევანდელი კანდიდატის გიორგი მიქაუტაძის „სამართლიანობა’ როდესაც მან სხვა ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად რომლებიც ვიყავით აქტიურად ჩართული წინა საარჩევნო პერიოდში 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, გაგვასამართლა აბსურდული ბრალდებით და ორ თვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოგვისაჯა. ეს იცის კარგად ამ ადამიანმა, იცის როგორ ემსახუროს ხელისუფლებას, იცის როგორ ემსახუროს სისტემას,“-განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.