17 ნოემბერი 2024,   23:44
ვრცლად
საკანონმდებლო წესით ჩარევა, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება აღქმული იყოს, როგორც გამოხატვის უფლების გაუარესება - ნინო გოგუაძე

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. საქმე ეხება, ცვლილებას რომელიც სიძულვილის ენის შემცველი ვიდეო რგოლების გამოყენებას ეხება. 

"ქართული ოცნების" წევრი, ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ კოდექსში ცვლილებების შეტანისას გამოხატვის თავისუფლება ისე უნდა იქნას დაცული, რომ ამ მიმართულებით ცვლილებები არ განხორციელდეს. გოგუაძის აზრით, სიძულვილის ენის გამოყენება არის პრობლემა, თუმცა თუკი საკანონმდებლო რეგულაცია ჩაიდება კანონში, ეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ კითხვებს დატოვებს.

„სტანდარტი რაც გვაქვს გამოხატვის თავისუფლების ამაში არ უნდა ჩავერიოთ.თუ არის პრობლემა და ეს პრობლემა ნამდვილად არის სიძულვილის ენა, ქსენოფობიური განცხადებები, რომელიც არაერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო  ორგანიზაციის ანგარიშებში მოხვდა ამ საკითხებზე ვფიქრობ, სხვანაირი მიდგომა არის საჭირო და არა საკანონმდებლო. საკანონმდებლო წესით ჩარევა ჩემი აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება აღქმული იყოს როგორც ამ უფლების გაუარესება,“-ამბობს ნინო გოგუაძე.

მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი კი ამბობს, რომ კონსულტაციების მიზანი სწორედ ისეთი კოდექსის მიღებაა, როგორზეც რეკომენდაციები საერთაშორისო პარტნიორებისგან მიიღეს. 

"პოლიტიკურ სრულ სპექტრთან მეორე დღეა ვაწარმოებთ შესაბამის შეხვედრას სწორედ იმიტომ რომ საარჩევნო კანონმდებლობის კუთხით მიღწეულ იქნას კონსენსუსი და გათვალისწინებული იქნას ის რეკომენდაციები ,რაც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა მოგვაწოდეს,"-ამბობს მათიკაშვილი.

დღის ამბები