18 ნოემბერი 2024,   02:14
ვრცლად
ანტისაოკუპაციო აქცია რუსეთის მიერ დაბომბილ ერგნეთში - აქციის მონაწილეებმა ფრანები გაუშვეს 

ანტისაოკუპაციო აქცია ერგნეთში - „ევროპული საქართველოს“ ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად, რუსეთის მიერ აგვისტოს ომის დროს დაბომბილ სოფელში იმყოფებიან. აქციაზე, რომელიც ამ წუთებშიც მიმდინარეობს, მომიტინგეებმა ოკუპირებული სოფლების მიმართულებით სიმბოლურად ფრანები გაუშვეს. პერფორმანსი წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაციის ნიშნად შედგა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძის განცხადებით, მათი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველომ მსოფლიოს რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესია დაანახოს. ბაქრაძის თქმით, ამ მიზანს ხელს უშლის ისეთი გაუაზრებელი განცხადებები, რომელიც საქართველოს აგრესორის როლში გამოყვანას ემსახურება და როგორიც პრეზიდენტ  სალომე ზურაბიშვილს არაერთხელ გაუკეთებია.

Image result for დავით ბაქრაძე„ ქართული საზოგადოება არასდროს არ შეეგუება ოკუპაციას. 2 000 წელი ისრაელმა და ებრაელმა ხალხმა ატარა იერუსალიმის იდეა. ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო არის მსხვერპლი და რუსეთი არის აგრესორი. ამიტომ, ნებისმიერი განცხადება, მათ შორის, სამწუხაროდ, ქალბატონ ზურაბიშვილის არაერთი განცხადება ომის დაწყებასთან დაკავშირებით პირდაპირ აზიანებს საქართველოს. აზიანებს არა საქართველოს წინა ხელისუფლებას, არა რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას, აზიანებს საქართველოს, იმიტომ, რომ თუ საქართველო არის აგრესორი, თუ საქართველომ დაიწყო ომი, მაშინ რის საფუძველზე ვთხოვთ რუსეთს აქედან გასვლას?,“- განაცხადა ბაქრაძემ.

ერგნეთში დღეს კიდევ ერთი აქცია გაიმართა. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები ჩავიდნენ, რომლებმაც ასევე რუსეთის მხრიდან ოკუპაცია გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ხელისუფლებას ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიის დატოვება აიძულოს.

დღის ამბები