18 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
„რა თქმა უნდა, ესეც "ნაცმოძრაობიდან" წამოსული პრიმიტიული კითხვაა - პუტინი მტერია?" - მამუკა მდინარაძე

ასობით დაღუპული და 10 ათასობით დევნილი - აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ქვეყანაშ ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულებს და ქართველ გმირებს იხსენებენ.

ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა 2008 წლის ივლისის ბოლოდან დაიწყო, 7 აგვისტოს, საღამოს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების პირველი შენაერთები როკის გვირაბის გავლით საქართველოში ღიად შემოდიან. ხუთ დღიანი ომის შედეგად იღუპება ასობით ადამიანი და ათასობით ჩვენი თანამოქალაქე საკუთარ სამშობლოში დევნილი ხდება. რუსული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის საბოლოო ოკუპაციით მთავრდება.

აგვისტოს ომის 11 წლის თავზე საქართველოს ხელისუფლებას ისევ უჭირს პუტინის სახელის ხსენება და იმის აღიარება, რომ პუტინი მტერი და ოკუპანტია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები ამბობენ, რომ ამ საკითხით ოპოზიცია სპეკულირებს.

არჩილ თალაკვაძე-ის სურათის შედეგი„ვისაც უჭირს, კარგად ჩანს და ვინც ცდილობს, რომ მთავარი საკითხიდან ყურადღება გადაიტანოს, ეს არ არის სერიოზული და პატრიოტული მიდგომა სამშობლო და ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიმართ. ჩვენ გვჭირდება ერთიანობა გვჭირდება ძალიან მაღალი თვითშეგნება, რათა გავაცნობიეროთ, რომ ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი ჯარისკაცების გმირობა და მათი ბედი ამ ომში, ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება, გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი, როცა საუბრობს ოკუპანტ და მტერ რუსეთზე და არ ახსენებს ვლადიმერ პუტინს, პუტინი მაინც იგულისხმება. მისი თქმით, კითხვა - არის თუ არა პუტინი მტერი "ნაციონალური მოძრაობის" პრიმიტიული შეკითხვის გამეორებაა. 

მამუკა მდინარაძე-ის სურათის შედეგი„რა თქმა უნდა, ესეც "ნაცმოძრაობიდან" წამოსული პრიმიტიული კითხვაა - პუტინი მტერია? ოკუპანტი სახელმწიფოს მეთაურზე მელაპარაკებით, აბა, არ არის მტერიო? თუკი რუსეთს ვახსენებთ, ვგულისხმობთ პუტინს, მაშინ უნდა ვახსენოთ მედვედევიც და ა.შ.  ახლა ვსდიოთ ერთმანეთს სიტყვებზე?“ - ამბობს მდინარაძე.

ირაკლი სესიაშვილი კი აცხადებს, რომ პუტინიც, მედვედევიც და ყველა, ვინც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მტერია.  

ირაკლი სესიაშვილი-ის სურათის შედეგი„პუტინიც ოკუპანტია, მედვედევიც, რომელიც იმ დროს პრეზიდენტი იყო გავრილოვიც და ყველა ის, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, თავისთავად ცხადია ეს ნარატივი არის მხოლოდ იმ პოლიტიკური ძალის ინტერესში, რომლისთვისაც ჩვენი ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანია და ვიწრო პოლიტიკური კინკლაობა არის მთავარი," - აცხადებს სესიაშვილი. 

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მთავრობის წევრებიც იმყოფებოდნენ. კითხვაზე, არის თუ არა პუტინი მტერი და ოკუპანტი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, ის ოკუპანტი და მტერია. 

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი. "თქვენ გაქვთ მცდარი განცდა, თორემ ჩვენ არ ვერიდებით ამის აღიარებას", - ასე უპასუხა ლევან იზორიამ ჟურნალისტის კითხვას, პუტინი მტერია?

 

დღის ამბები