აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით შინდისის გმირებს პატივი მიაგეს. გმირთა მემორიალი პრემიერ-მინისტრმა გვირგვინით შეამკო. მამუკა ბახტაძესთან ერთად შინდისში იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი.
მთავრობის წევრებმა შინდისის გმირების მემორიალთან 11 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს.
„ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის. თითოეულმა ამ ბრძოლამ შვა თავისი გმირები. და ასე იყო 2008 წლის აგვისტოშიც. სოფელ შინდისში, ოკუპანტთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ ჩვენი ჯარისკაცები. 17 ქართველი ახალგაზრდა, შინდისის გმირები. ეს დღეები არის ძალიან დიდი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩემს გვერდით იმყოფება თანამედროეობის გმირი ადამიანი ახმეტა ხუციშვილი რომლებმაც გადაარჩინა ჩვენი ბიჭები და ამ ადამიანის მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ თაობები,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.