17 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
"ჩვენ, მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს" - სკანდალური ფილმის პროდიუსერი, "იმედის" გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილია 

ტვ "იმედზე" გასულ სკანდალურ ფილმზე , რომელსაც საზოგადოების და ოპოზიციის მხრიდან დიდ კრიტიკა მოჰყვა, პასუხისმგებლობა არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ლალიაშვილმა აიღო. ის ამბობს, რომ სწორედ მისი პროდიუსინგით დამზადდა ფილმი, ავტორი კი მერაბ მამარდაშვილია.

მიხეილ სააკაშვილი, როგორც აგვისტოს ომის ინსპირატორი „იმედზე“„პროდიუსერი ვარ მე. ეს რეპორტაჟი დამზადდა ჩემს მიერ, ჩემი პროდუსინგის ქვეშ. ჩემი ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფილმის ავტორებს, ფილმის ავტორი არის მერაბ მამარდაშვილი, რომელიც ბულინგით მოკლეს იმის გამო, რომ სიმართლეს აყენებდა ყველაფერზე მაღლა. ფილმის ავტორი არის ის ასეულობით ჩვენი ჯარისკაცი რომელიც გმირულად შეეწირა სააკაშვილის ავანტიურას. ამ ფილმის ავტორი არის დევნილები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ ავანტიურის და ბოლოს, ამ ფილმის ავტორი არის ქართული საზოგადოება რომელმაც მშვენივრად იცის ყველაფერი და რომელსაც 11 წელი უკრძალავდნენ უბრალოდ სიმართლის თქმას. აღებული არის ის დოკუმენტები რომელსაც ხელს აწერდა მათშორის სააკაშვილის ხელისუფლებაც. აღებული არის ევროსაბჭოს დასკვნები. ის ადამიანები არიან გამოყვანილი ვინც ლაპარაკობენ იმ პერიოდზე და არიან თვითმხილველები ამ ყველაფრის,“-განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

ტელე იმედზე გასულ ფილმზე მასალა mediachecker​-მა გამოაქვეყნა. "უავტორო, ფილმი, რომელიც რუსეთის პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ერთი -ერთში იმეორებს" - ასე აფასებს მედია ჩეკერი ფილმს, რომელსაც მწვავე კრიტიკა უვე მოჰყვა.

„ფილმში მოვლენების მსგავსი ცალმხრივი განხილვა, კონტექსტისა და ფაქტების არასწორად წარმოჩენა პირდაპირ იმეორებს აგვისტოს ომის შესახებ უკვე კარგად ცნობილი რუსული პროპაგანდის ნარატივს, ხელს უწყობს 2008 წლის მოვლენებში რუსეთის როლის გამოცლის პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაძლიერებას”-წერს მედია ჩეკერი, რომელიც ამ ფილმზე მასალას აქვეყნებს.

ოპოზიციამ აღნიშნული ფილმი ოკუპაციის აღიარებად და პუტინის პირდაპირი დაკვეთის შესრულებად შეაფასა. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტებმა ფილმის ავტორის ვინაობის დასახელება მოსთხოვეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები