საუდის არაბეთში, დრონების თავდასხმის შედეგად სახელმწიფო კომპანია "საუდი არამკოს" ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების 2 ობიექტზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აფეთქებებისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ინციდენტს საუდის არაბეთის ხელისუფლება იძიებს. "ალ ჯაზირას" ინფორმაციით, თავდასხმის უკან იემენის ამბოხებული ჰუთები დგანან. იემენის შეიარაღებული ძალების სპიკერმა იაჰია სარიმ განაცხადა, რომ დრონების თავდასხმა მათ განახორციელეს და საუდის არაბეთზე შეტევები უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს კვამლი და ალი არამკოს უმსხვილესი ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნის ადგილზე. ასევე ისმის სროლის ხმა, ერთ-ერთი ვერსიით, ძალოვანები დრონების ჩამოგდებას ცდილობდნენ.
საუდი ამარკო მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიაა, მისი აქციების 100 პროცენტი საუდის არაბეთის მთავრობას ეკუთვნის.