აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საბჭოს თავმჯდომარე, დევნილებმა უნდა აირჩიონ - საკანონმდებლო ინიციატივით "ევროპული საქართველო" და აფხაზთა საბჭო გამოდის. იდეის თანახმად, არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ პროპორციული წესით უნდა გაიმართოს.
ოპოზიციის შეფასებით, მათი პროექტი ხელს შეუწყობს დევნილების მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიციური პარტია და აფხაზთა კრება უახლოეს მომავალში წარადგენენ. წარმომადგენლობით ორგანოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მსგავსად აირჩევა.