18 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
"სახელმწიფოს საქმე არ არის რას იზამს ეკლესია, ასევე ეკლესიის საქმე არ არის, როგორ იმართება ქვეყანა"- ოთო კახიძე

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე ოთო კახიძე მიიჩნევს, რომ ინფორმაცია, რომელიც მეუფე იაკობმა გაავრცელა, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ოთო კახიძე თვლის, რომ გავრცელებულ ინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს.

"სახელმწიფოს საქმე არ არის რას იზამს ეკლესია და როგორ დაარეგულირებს თავის შიდა საქმეებს, ისევე როგორც ეკლესიის საქმე არ გახლავთ ის, თუ როგორ მართავს სახელმწიფო შესაბამისი ინსტიტუტების მეშვეობით ქვეყანას. რაც შეეხება გამოძიებას - იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელსაც ავრცელებს სხვადასხვა მაღალი იერარქი, რომელიც ეხება შესაძლო დანაშაულს, ეს არის სისხლის სამართლის კანონმდებლობით დარეგულირებული საკითხი. ნებისმიერ ინფორმაციას დანაშაულის შესახებ სჭირდება შესაბამისი რეაგირება,"- განაცხადა ოთო კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობის მტკიცებით, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის, კაბინეტში პატრიარქ ილია მეორის გადაყენებას და მის ნაცვლად მეუფე შიოს კანდიდატურას განიხილავდნენ. მისი თქმით, შეხვედრას გიორგი გახარია, ვახტანგ გომელაური და გიორგი კვირიკაშვილი ესწრებოდნენ. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მეუფე იაკობმა ქორესპიკოპოსის თანამდებობა დატოვა. 

დღის ამბები