რა დამატებით თანხებს იღებს ეკლესია ბიუჯეტიდან - "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, მხოლოდ 2017 წელს საბურთალოს გამგეობამ კონკრეტულ ტაძარში, ბუხრისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის დასამონტაჟებლად, დამატებით 150 ათასი ლარი გადარიცხა.
არასამთავრობო ორგანიზაციის მტკიცებით, მთლიანობაში, საქართველოს ბიუჯეტიდან საპატრიარქოსთვის გამოყოფილმა პირდაპირმა დაფინანსებამ ბოლო 15 წლის განმავლობაში დაახლოებით 400 მილიონი ლარი შეადგინა. წინასაარჩევნო პერიოდებში საპატრიარქოსა და მასში შემავალი სხვადასხვა ინსტიტუტების დაფინანსება მკვეთრად იმატებს.
ავტორი: ნათია გოგიშვილი