18 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
"სიძულვილის ენის პრობლემა საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების დროს ვიხილეთ" - ელიზაბედ რუდი

სიძულვილის ენა მისი გამოხატვის გზები და ბრძოლის მექანიზმები - ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მსჯელობს.

დისკუსიის მიზანია მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა. ღონისძიების მონაწილეების თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენა კვლავ რჩება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად.

"სიძულვილის ენა თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში რთულ გამოწვევას წარმოადგენს, რომელიც საზოგადოების ნაწილს გაერთიანების ნაცვლად ერთმანეთთან აპირისპირებს, აღნიშნული პრობლემა საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების დროს ვიხილეთ, შესაბამისად გარკვეული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო,"- აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბედ  რუდი.

"ეს არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა დამატებითი რეგულაციების შემოტანაა საჭირო, არამედ უნდა გაძლიერდეს ის მექანიზმები, რომელიც არსებობს,"- ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

დღის ამბები