18 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
"ეს ბრძოლა უფრო გამძაფრდება, საპატრიარქოდან კიდევ უფრო ბევრი ინფორმაცია გამოვა გარეთ" - ზურაბ ჯაფარიძე

რა როლი უნდა ჰქონდეს მთავრობას ეკლესიის საქმიანობაში - "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებს ოპოზიცია სასულიერო პირებთან ახლო ურთიერთობის გამო აკრიტიკებს და მიაჩნიათ, რომ რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე ეკლესია მკაცრად სწორედ სახელმწიფოს პოლიტიკის გამო ვერ რეაგირებს.

ოპოზიციაში ასეთ საკითხებად უკრაინის ავტოკეფალიასა და მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს ასახელებენ.

"ეს ბრძოლა ჯერ კიდევ არ არის გადამწყვეტ ფაზაში შესული. მე პირადად მოლოდინი მაქვს, რომ ეს ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდება იმიტომ, რომ საპატრიარქო ათწლეულების განმავლობაში არის დახურული ინსტიტუტი, მოლოდინი მაქვს, რომ კიდევ უფრო ბევრი ინფორმაცია გამოვა გარეთ," - ამბობს გირჩის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე.

დღის ამბები