18 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
"მიდის შტურმი ეკლესიაზე და პატრიარქზე, ასეთი პროცესები, როგორც წესი, სპონტანურად არ ხდება" - სოფო კილაძე

"ქართულ ოცნებაში" მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავენ. უმრავლესობის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ დღეს ეკლესიაზე მიზანმიმართული შტურმი ხორციელდება, რაც კონკრეტული ძალების ინტერესებში შედის.

"ვფიქრობ, რომ მიდის შტურმი ეკლესიაზე, ვფიქრობ, რომ მიდის შტურმი პატრიარქზე და ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მტრების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს, ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებში. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ერსაც და ბერსაც უნდა ჰქონდეს იმის ძალისხმევა, იმის სულიერი სიძლიერე, რომ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს. არ მაქვს რაიმე კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი პროცესები, როგორც წესი, სპონტანურად არ ხდება. ასეთი პროცესების მიღმა დგანან კონკრეტული ძალები," - ამბობს სოფო კილაძე.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მეუფე იაკობის მიერ გაჟღერებული განცხადებების გამოძიების აუცილებლობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ "ზღაპრების გამოძიება" მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

"ისედაც არის სულიერების კრიზისი და კიდევ უფრო გაღრმავდება ეს, როდესაც ჩვენ ეკლესიაში ამ პროცესები შევეცდებით, რომ პოლიტიკური მიზნებით გამოვიყენოთ... პოლიტიკოსების და გარე ძალების ჩარევა ამ შემთხვევაში, მხოლოდ და მხოლოდ იმოქმედებს უარყოფითად ქვეყანაზე," - აცხადებს აკაკი ზოიძე.

დღის ამბები