18 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
"ველოსიპედისა და რაკეტის გამოგონებას თავი დაანებონ, აღადგინონ შეწყალების კომისია" - ალეკო ელისაშვილი

გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხის განხილვის პარალელურად კიდევ უფრო აქტუალური ხდება თემა, რა მექანიზმით უნდა გაათავისუფლოს პატიმრები პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილი საკუთარ ხედვას ჯერ არ ასაჯაროებს და მის პოზიციას მმართველ გუნდს დახურულ შეხვედრებზე აცნობს. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი კი ძველი ფორმატის აღდგენას ითხოვს. 

"ველოსიპედის და რაღაც რაკეტის გამოგონებას თავი დაანებონ, ძალიან მარტივია აღადგინონ შეწყალების კომისია, დააკომპლექტონ ნორმალური ადამიანებით, შესაბამისად ავტომატურად აღდგება შეწყალების კომისიის კრიტერიუმები, რომლებიც არის ძალიან კარგი კრიტერიუმები,"-ამბობს "კურიერთან" საუბრის დროს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბოლოს მსჯავრდებულები მარიამობის დღესასწაულზე შეიწყალა.

დღის ამბები