იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი მას საბჭოს წევრობიდან გაიწვევს, ამით კონსტიტუციას დაარღვევს.
დოლიძის განმარტებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უამრავი გადაუწყვეტელი საქმე აქვს, თუმცა ახერხებს მის ჩამოშორებაზე იმსჯელოს.
"ყველაზე დიდი ხაფანგი სალომე ზურაბიშვილისათვის არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, იქიდან გამომიდინარე, რომ მას არ აქვს უფლება საბჭოს წევრი გამოიწვიოს. თუ ის მე გამომიწვევს, რა თქმა უნდა, დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას და თავს იმპიჩმენტის საფრთხის ქვეშ ჩაიყენებს.
თითქმის ყველა მოქალაქეს გადაწყვეტილებები უგვიანდება. უამრავი ადამიანია, რომელიც ვერ ახერხებს სამართლის პოვნას მართლმსაჯულების სისტემაში. ამ პირობებში იუსტიციის საბჭომ საქმედ დაისახა ჩემი განდევნა," - განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძის გაწვევის მოთხოვნით პრეზიდენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიმართა.