ინფლაცია საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
გვენეტაძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა თანმიმდევრული ზომები მიიღო, რომ გრძელვადიან პერიოდში ინფლაცია დასტაბილურდეს.
"ინფლაცია ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია და ყოველთვის არის საზრუნავი. რაც შეეხება იმ სიტუაციას, რაც დღეს გვაქვს, ეროვნულმა ბანკმა თანმიმდევრულად გადადგა ნაბიჯები იმისათვის, რომ გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის ზრდა არ მოხდეს და ვითარება დასტაბილურდეს," - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.