18 ნოემბერი 2024,   05:40
ვრცლად
ეს იყო პირდაპირი მუქარა და სცდება გამოხატვის თავისუფლების სფეროს - ომბუდსმენი

თუ ბილეთებს მომაწვდიან, სიამოვნებით წავალ ფილმის ჩვენებაზე, ფილმის ჩაშლა კი, შუასაუკუნოვანი აზროვნებაა - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქართულ -შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 

ნინო ლომჯარიამ  აღნიშნა, რომ რაც მოვისმინეთ, ეს არის პირდაპირი მუქარა და სცდება გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროს. 

"ჩვენს სახელმწიფოში არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შემოქმედების თავისუფლება და ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს ან დაუდგენს, რა ტიპის ფილმი უნდა გადაიღოს. ჩვენ რაც მოვისმინეთ, ეს იყო პირდაპირი მუქარა, რომ მოახდენენ ბლოკირებას კონკრეტული შენობების, მათი შესასვლელების, ჩაშლიან კინოჩვენებას და არ შეუშვებენ იქ ადამიანებს. აღნიშნული ტიპის ქმედება თუ განხორციელდა, ეს არ წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროს. სწორედ ამაზე მივანიშნეთ ჩვენ, როგორც აქციის მონაწილეებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები“ - აცხადებს ნინო ლომჯარია.

დღის ამბები