სთავაზობდნენ თუ არა ნინო ბურჯანაძეს რუსეთთან ურთიერთობების დასალაგებლად პოლიტიკურ თანამშრომლობას?! - საეკლესიო კრიზისის ახალი დეტალები მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საპატრიარქოს იურისტმა "კურიერს" ვრცელი და ხმაურიანი ინტერვიუ მისცა. ედიშერ ქარჩავას განცხადებებს სასულიერო პირთა ნაწილი განიხილავს მცდელობად, რომ გადაიფაროს ის მძიმე დანაშაული, რასთან დაკავშირებითაც ბოლო პერიოდში ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი საუბრობს.
მეუფე პეტრესთან დაახლოებული პირი, ბერ-მონაზონი მამა ანდრია სარია ადასტურებს, რომ მეუფე პეტრესა და ნინო ბურჯნაძეს შორის შეხვედრა მართლაც შედგა. თუმცა მამა ანდრია სარიას თქმით, შეხვედრა იყო რამდენიმე წუთიანი და განხილული თემების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
"სწორედ რუსული ძალების მიერ იმართებიან და დღემდე საქართველოს ეკლესია ამ უხერხულ მდგომარეობაში იმყოფება. როგორც ჩანს, ეს მათ მოეწონათ, რომ სხვას მოარგონ. მათი პირადი ინტერესები, რაც არის რეალურად სხვას გადააბრალონ.
რაც შეეხება ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრას, მე ერთადერთი ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ, აღარ მახსოვს როდის, მოილოცა და შედგა რამდენიმე წუთიანი შეხვედრა, - განაცხადა ბერ-მონაზონმა, მამა ანდრიამ.