18 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
"საკუთარი სურვილით ტოვებენ თანამდებობას, აქ სკანდალური და გაუგებარი არაფერია" - დიმიტრი ხუნდაძე ლექვინაძის თანამდებობიდან წასვლაზე

დიმიტრი ხუნდაძე ბიზნესომბუდსმენისა და მისი მოადგილის მიერ თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ, ლევან კალანდაძემ თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს, რაშიც სკანდალური და გაუგებარი არაფერია.

"მათი საქმიანობა შესაძლოა დადებითად შეფასდეს. რა თქმა უნდა, ყველა საქმეს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ისინი იცავდნენ ბიზნესის ინტერესებს. აქაც ალბათ ხშირად ოქროს შუალედია ხოლმე საძიებელი და მე ვფიქრობ, ისინი ამას კარგად ართმევდნენ თავს. მათ გააკეთეს განცხადება, რომ ისინი საკუთარი სურვილით ტოვებენ თანამდებობას, ეს არის მათი უფლება და აქ სკანდალური, გაუგებარი და მოულოდნელი არაფერი არ არის," - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.  

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და მისი მოადგილე ლევან კალანდაძე თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს ბიზენსომბუდსმენის აპარატში დაუდასტურეს.  

დღის ამბები